მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ზელენსკი მოსკოვში შეხვედრაზე მიიწვია

პუტინი და ზელენსკი

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში შეხვედრაზე მიიწვია. შესაბამისი განცხადება მან ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ურთიერთობების აღდგენა სურს, ის მზად არის ზელენსკი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.

„ბოლო პერიოდში უკრაინის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ბევრი ნაბიჯი გადადგა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების განადგურებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

ორმხრივი ურთიერთობების პრობლემებს შორის მან დაასახელა კიევის დამოკიდებულება რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.

ამავე დროს, პუტინმა დასძინა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას დონბასში კონფლიქტის მოგვარების განხილვა სურს, პირველ რიგში საჭიროა, უკრაინის ხელმძღვანელობამ კომუნიკაცია დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციებთან დაიწყოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს რუსეთს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით, დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში ბრძოლისუნარიანობის შემოწმების ღონისძიებები დასრულებულია. შეიარაღებული ძალები საკუთარ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდება.