მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ნივთიერება აღმოაჩინეს ნავალნის ორგანიზმში - რუსი ოპოზიციონერის თანაგუნდელის განცხადება

ნავალნი უგონო მდგომარეობაშია

რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელის, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ნავალნის თანამებრძოლი და თანაგუნდელი ივან ჟდანოვი აცხადებს, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მომაკვდინებელი ნივთიერება, რომელიც გარშემომყოფებსაც საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ვიმყოფებოდით ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის კაბინეტში. ამ დროს ექიმის კაბინეტში სატრანსპორტო მილიციის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ტრანსპორტის მილიციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გვეტყოდა თუ რა ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ნავალნის ორგანიზმში, მაგრამ ეს ნივთიერება საფრთხილის შემცველი და მომაკვდინებელია, არა მხოლოდ ნავალნისთვის, არამედ მის ირგვლივ გარშემომყოფებისთვისაც“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჟდანოვმა.

ინფორმაციისთვის, 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე კრემლის ლიდერის მთავარმა ოპონენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ლაინერი საგანგებოდ ქალაქ ომსკის აეროპორტში დაეშვა.

ნავალნის დიაგნოზი ამ დრომდე ვერ დაუსვეს. ნავალნის გარემოცვა ეჭვობს, რომ ის მოწამლეს. ექიმები ომსკიდან ბერლინში ნავალნის ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებენ.