მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირდა

ჩეჩნეთის ლიდერი 2020

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კორონავირუსით ინფიცრების გამო, მოსკოვში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემების თანახმად, კადიროვმა შეუძლოდ თავი რამდენიმე დღის წინ იგრძნო, თუმცა მისი მდგომარეობა მალე გართულდა, რის გამოც მისი ჰოსპიტაციზაცია გახდა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, კადიროვს ფილტვის დაზიანება აღენიშნება, ექიმებს COVID-19-ზე აქვთ ეჭვი.

ინფორმაციას ჩეჩნეთის ოფიციალური უწყებები ამ დროისთვის არც უაყოფენ და არც ადასტურებენ. შეუძლებელია დააკვშირება კადიროვის პრეს–სამსახურთანაც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიიცრებულია რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი, პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და დუმის 5 დეპუტატი.