მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას აპროტესტებენ ბერძენი ექიმები

საბერძნეთში მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გამო გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და პერსონალის უკმარისობის პროტესტით საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ექიმებმა აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მედპერსონალის რაოდენობის გაზრდა და კერძო სექტორიდან ჯანდაცვის სფეროში დამატებითი სახსრების გამოყოფა მოსთხოვა.

„ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის, თქვენ მხარი დაგვიჭირეთ!“ - ამ ლოზუნგით გამოჩნდენ ექიმები ათენის ცენტრში, რომლებიც სამედიცინო ნიღბებით, სპეცდამცავი ტანსაცმლითა და პლაკატებით იყვნენ აღჭურვილები.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ ექიმებს ჯანდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იჩენენ.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსით 1755 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო 81 გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის საბერძნეთის პოლიციამ 4.2 მილიონი ევროს ჯარიმა გამოწერა. არსებული თანხის უმეტესი ნაწილი საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.