მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიო-დე-ჟანეიროს მერმა განაცხადა, რომ ივლისში კარნავალი არ იქნება

კარნავალი

რიო-დე-ჟანეიროს ახალმა მერმა, ედუარდო პაესმა განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისში კარნავალის ჩატარება შეუძლებელი იქნება მაგრამ იმედოვნებს, რომ 2022 წელს ვაქცინაციის შემდეგ ჩატარდება.

„რა თქმა უნდა, 2022 წელს ჩვენ შევძლებთ (ყველა სათანადოდ ვაქცინირებულებმა) ვიზეიმოთ კარნავალი მთელი სიმძაფრით, რაც ჩვენი კულტურაა.

ამ დღესასწაულს დიდი მომზადება სჭირდება სამთავრობო ორგანოების, ასოციაციების და სამბის ინსტიტუტებისგან. ამრიგად, მინდა გაცნობოთ, რომ 2021 წლის შუა პერიოდში ჩვენ არ გვექნება კარნავალი.

არასდროს დამიმალია ჩემი გატაცება კარნავალისადმი და ჩვენი ქალაქისთვის ამ კულტურული ღონისძიების ეკონომიკური მნიშვნელობის მკაფიო ხედვა. ახლა აზრი არ აქვს კარნავალის ჩატარებაზე ფიქრს”- განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს მერმა.

ინფორმაციისთვის, ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში იმართება და ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. კარნავალი ყველაზე დიდი კარნავალია მთელს მსოფლიოში. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება. რა თქმა უნდა, რიოს კარნავალის განუყოფელი ნაწილი ცეკვა და მუსიკაა. ყველაზე ცნობილი ცეკვაა სამბა, რომელიც ბრაზილიური ცეკვაა აფრიკული ზეგავლენით.