მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპი: ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება ტრაგედიაა

რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოდის გარდცვალებას ტრაგედია უწოდა.

რომის პაპის თქმით, ჯორჯ ფლოდისთვის და მის მსგავსად გარდაცვლილი ადამიანებისთვის ლოცულობს.

"რასიზმზე თვალის დახუჭვა არავის შეუძლია, მაგრამ ძალადობა უნდა დავგმოთ. ეს თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება ტრაგედიაა. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და ყველა მათგანისთვის ვინც მის მსგავსად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებასა და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნა პაპმა.

ცნობისთვის, დაკავების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მიმართ პოლიციამ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაკავების კადრების ინტერნეტში გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.