რომის პაპი, მსოფლიოს პანდემიის გამო ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვატიკანის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, არის ქვეყნები, რომლებიც პანდემიამ ზედმეტად დააზარალა.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ, რადგან ეს ქვეყნები სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისებით პანდემიამ ძალიან დააზარალა “,- აღნიშნა რომის პაპმა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
სომალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.