მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპმა ერაყის მუსლიმებს და ქრისტიანებს მშვიდობისკენ მოუწოდა

პაპის მოწოდება ერაყის მუსლიმებისა და ქრისტანებისადმი

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

„ნამდვილი რელიგიურობა არის ღმერთის თაყვანისცემა და ახლობლის სიყვარული. მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ უნდა იყოს რელიგიური ადამიანის გულში, ის არის რელიგიის ღალატი. მშვიდობას გამარჯვებულები და დამარცხებულები კი არ სჭირდება, არამედ ძმები და დებია საჭირო, რომლებიც ყველა კონფლიქტისა და ურთიერთწყენის მიუხედავად, მიდიან ერთიანობისკენ“ - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ ერაყის სამხრეთ რაიონებში იმყოფებოდა, ურას ნანგრევებთან, სადაც, მისი თქმით, გაჩნდა რწმენა. „აქ დაიბადა ჩვენი მამა აბრამი. და სწორედ აქედან მინდა ვთქვა, რომ ღმერთის უდიდესი შეურაცხყოფაა, უდიდესი ცოდვაა საკუთარი ძმების და დების სიძულვილი“ - განაცხადა რომის პაპმა.

მან აღნიშნა, რომ ერაყში არასოდეს იქნება მშვიდობა, სანამ ერაყელები სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს განიხილავენ როგორც „სხვებს და უცხოებს“.