მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპმა ერაყში კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა

რომის პაპი ერაყში

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე  კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება. 

რომის პაპი ბაღდადში 5 მარტს ჩაფრინდა. მისი ვიზიტი ერაყში 4 დღეს გაგრძელდება. ვიზიტთან დაკავშირებით ერაყში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მღებული.

„ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ ჩვენს განსხვავებებზე უფრო წინ. ეს არის სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის საწინდარი“ - განაცხადს ფრანცისკემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ერაყში ჩასვლა მისი მოვალეობა იყო. მოვალეობა იმ ქვეყნის წინაშე, რომლის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ომით და კონფლიქტებით არის დაზარალებული.

ერაყის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფრანცისკეს ისტორიული ვიზიტი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის.

ერაყში რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ხელმძღვანელობას, ასევე მუსლიმების სასულიერო ლიდერებს შეხვდება. დაგეგმილია პაპის შეხვედრა სხვადასხვა ქრისტიანული სათვისტომოების წარმომადგენლებთანაც.

ერაყში ამჟამად დაახლოებით 300 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს. 1987 წელს ამ ქვეყანაში მილიონნახევარი ქრისტიანი ცხოვრობდა. დანარჩენები ქვეყნიდან გაიქცნენ, ვინაიდან შიიტი მოხალისეების და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მუდმივ ზეწოლას განიცდიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ისტორიული ვიზიტი - რომის პაპი ერაყში ჩავიდა

🔴 ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს