მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპმა საცვლებიანი ფოტო „დაალაიქა“ - ვატიკანმა გამოძიება დაიწყო

რომის პაპმა საცვლებიან მოდელს ლაიქი დაუსვა

საცვლებიანი ფოტომოდელის ფოტოზე რომის პაპის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დასმული „ლაიქის“ გამო ვატიკანმა გამოძიება დაიწყო.  ამის შესახებ cnn.com იუწყება.

როგორც ვატიკანის პრესსამსახურში აცხადებენ, ინსტაგრამში და სხვა სოცქსელებში ოფიციალურ გვერდებს თანამშრომელთა ჯგუფი ემსახურება. მათ აღნიშნეს, რომ დაწყებულია გამოძიება იმის გასარკვევად, თუ ვინ დასვა ეს „ლაიქი“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რომის პაპის, ფრანცისკეს ინსტაგრამის გვერდმა ბრაზილიელი მოდელის ნატალია გარიბოტოს ფოტოზე „ლაიქი“ დასვა. ამის შემდეგ მოდელმა ხუმრობით დაწერა, რომ „ახლა ის სამოთხეში მოხვდება“.

„ლაიქი“ მალევე გაქრა, თუმც,ა მედიაში უკვე დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ პონტიფიკოსს საცვლებიანი მოდელის ფოტო მოეწონა.