მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როსკოსმოსი“ გაგარინის ხმიან საყოფაცხოვრებო ლიფტებს გამოუშვებს - ილონ მასკის "ბატუტი კოსმოსში მუშაობს"

როსკოსმოსი ლიფტების წარმოებას იწყებს

რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსკოსმოსი“ შემადგენლობაში არსებული ქარხანა, რომელიც რაკეტმზიდების ძრავის დანადგარებს აწარმოებს, ლიფტების გამოშვებას იწყებს. ლიფტის დაძვრამდე კაბინაში მყოფი ადამიანი გაიგონებს პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხმას „Поехали!“ (წავედით!).

ამის შესახებ რუსული სააგენტო TACC ქარხნის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, „როსკოსმოსის“ ლიფტი აღჭურვილი იქნება სარკით, სახელურით, ფერადეკრანიანი დისპლეით და ხმოვანი ინფორმატორით. მოძრაობის დროს მოქალაქეები მუსიკით დატკბებიან, თუმცა რა ჟანრის მუსიკა ჩაირთვება კაბინაში, ჯერ უცნობია.