მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუმინეთში მიწისძვრა მოხდა

ბიძგების სიმძლავრის მაჩვენებელი

რუმინეთის ქალაქ ბუზაუში მაგნიტუდით 4,4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ დედამიწის ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი იტყობინება.

მიწისძვრის ცენტრი 99 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცნობები მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

რუმინეთი სეისმური აქტივობის კუთხით, მაღალი რისკის ქვეყნად ითვლება. მიმდინარე წელს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 31 იანვარს დაფიქსირდა, რომელმაც მაგნიტუდით 5,2 შეადგინა.