მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

ლავროვი დიპლომატებზე

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.

„აი თქვენ საუბრობთ, რომ 10 რუსი დიპლომატი შეიყვანეს სიაში და მათ აშშ უნდა დატოვონ. ჩვენ ამაზე პასუხს სარკისებურად გავცემთ. 10 ამერიკელ დიპლომატს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დავატოვებინებთ“ - განაცხადა ლავროვმა.

დიპლომატების გაძევება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დაემთხვა. შეზღუდვები რუსეთის 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხება. აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ადამიანები და ორგანიზაციები აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ერეოდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის და სხვა მავნე ქმედებებს ახორციელებდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის, მაგრამ შეტევისთვის პირდაპირი მზადება არ არის“ - უკრაინის ჯარის სარდალი

🔅 სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავეს