მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აშშ-ის ხომალდს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი ამერიკულ გემს საზღვარის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდი "ჯონ მაკკეინმა" რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და  ტერიტორიულ წყლებში 2 კილომეტრით შევიდა. ინციდენტი იაპონიის ზღვაში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამის შემდეგ ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს რუსული საბრძოლო ხომალდი „ადმირალი ვინოგრადოვი“ მიუახლოვდა და გაფრთხილება მისცა. გაფრთხილების შემდეგ ამერიკული სამხედრო გემმა რუსეთის ტერიტორიული წყლები დატოვა.

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი „ჯონ მაკკეინი“ Arleigh Burke-ის კლასის საბრძოლო ხომალდია. ამ ტიპის გემებს კიდევ სარაკეტო გამანადგურებლებს (missile destroyer) უწოდებენ. ანალოგიური ტიპის სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ 23 ნოემბერს შავ ზღვაში შევიდა.