მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ყირიმთან სამხედრო წვრთნებს მართავს

სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში

რუსეთი ყირიმში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავს. ამის შესახებ „BBC“ იუწყება.

წვრთნებში სამხედრო ხომალდები და ავიაცია მონაწილეობს. საყურადღებოა, რომ აქ გადმოსროლილია ისეთი ხომალდები, რომლებიც შავი ზღვის დაჯგუფებაში არ შედის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირიმის ნახევრაკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ბანაკი გაჩნდა.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, წვრთნებში 50 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობს. საუბრის ავიაგამანადგურებლებზე, ბომბდამშენებზე და მოიერიშე თვითმფრინავებზე. პილოტები რაკეტების და ბომბების გაშვების, ასევე დაბალ სიმაღლეზე და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის ილეთები უნდა შეისწავლონ.

ექსპერტების ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთი პოსტსაბჭოთა პერიოდში უმსხვილეს სამხედრო წვრთნებს ატარებს. მათი აზრით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ უკრაინაზე შეტევამდე საქმე არ მივა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 20-24 აპრილს ყირიმის და შავი ზღვის ნაწილის თავზე ფრენები აკრძალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთმა შავი ზღვის და ყირიმის ნაწილის თავზე ფრენა აკრძალა