მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი შავი ზღვის თავზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენის შესახებ იუწყება

ამერიკული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე

რუსეთის სამხედრო ძალების განცხადებით, შავი ზღვის თავზე ამერიკული სამხედრო თვითმრინავები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც სამხედრო ძალების ოფიციალური წარმომადგენლები მედიასთან აღნიშნავენ სუ-27 შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ამერიკულ თვითმფრინავებს შეხვდა.

„რუსული ავიაგამანადგურებელის ეკიპაჟი საჰაერო სამიზნეების უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდა თვითმფრინავს და მისი იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, ისინი აშშ-ის საჰაერო ძალების RC-135-ის ტიპის თვითმფრინავი და აშშ-ის საზღვაო ძალების P-8A Poseidon-ის საპატრულო თვითმფრინავებია“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ აშშ-სა და ნატო-ს ოფიციალური პირები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ სამოქალაქო სარადარო საიტებმა დაადგინეს, რომ ამერიკული თვითმფრინავები 5 აგვისტოს შავი ზღვის რეგიონში, ანექსირებული ყირიმის მახლობლად დაფრინავდნენ.