უცხოეთი

რუსეთის დაზვერვა თალიბებს კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობაში გასამრჯელოს სთავაზობდა – კოალიციაში ქართველი ჯარისკაცებიც შედიან

ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი, ავღანელი სამხედროები
14:27 27.06
დაკოპირებულია

რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი თალიბანთან დაკავშირებულ ჯგუფებს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის გასამრჯელოს სთავაზობდა. აღნიშნულ ბრალდებას აშშ-ში რუსეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა New York Times ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიკალური ისლამისტები და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული კრიმინალები თავიანთი ქმედებებისთვის დააჯილდოვეს. გასულ წელს ავღანეთში 20 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. უცნობია, რომელი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე.

უცხოური გამოცემის ცნობით, მკვლელობისთვის საიდუმლოდ შეთავაზებულ გასამრჯელოზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ. ძირითადად, ინფორმაცია თალიბების დაკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. კონკრეტულად ვინ დგას გასამრჯელოს უკან, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ამ ოპერაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ქვეგანყოფილების წარმომადგენლები უძღვებიან. დასავლეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს დანაყოფები დივერსიული მოქმედებებითა და მკვლელობებით აწარმოებენ კამპანიას დასავლეთის დესტაბილიზაციის მიზნით. 2018 წელს, სერგეი და იულია სკრიპალებზე თავდასხმაშიც ეჭვმიტანილები ამ ქვეგანყოფილების წარმომადგნლები არიან.

აშშ-ის ჯარისკაცების მკვლელობისთვის გასამრჯელოს შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინეს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. როგორც უცხოურ გამოცემაშია აღნიშნული, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა საპასუხო ქმედებები ოფიციალურ საპროტესტო აქციებს, სანქციებსა და სხვა ნაბიჯებს მოიცავს.

რუსეთის დაზვერვის სამსახურის მხრიდან კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობისთვის თალიბანისთვის გასამრჯელოს შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს.

კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობის ორგანიზება თალიბებისადმი რუსეთის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს, ისევე როგორც დასავლური კოალიციის ჯარებზე თავდასხმების პირველი ცნობილი შემთხვევა, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ, - წერს უცხოური გამოცემა.

აშშ-ში რუსეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გამოცემა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნული სტატიის გავრცელების შემდეგ რუს დიპლომატებს სოციალურ ქსელებში ემუქრებიან.

rusetis-dazvervis-samsakhurs-amerikeli-jariskatsebis-mkvlelobashi-adanashauleben_o_h.jpegrusetis-dazvervis-samsakhurs-amerikeli-jariskatsebis-mkvlelobashi-adanashauleben_o_h.jpeg

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ვლადიმერ პესკოვი კი აცხადებს, რომ კრემლში მსგავსი ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ: „თუკი ამ საკითხს წამოაყენებენ, აუცილებლად ვუპასუხებთ,“ - განაცხადა პესკოვმა New York Times-ის შეკითხვაზე.

სამხედრო ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლება“ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 2001 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ წამოიწყო, რაც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულ ბინ ლადენის გადაცემაზე ავღანეთმა უარი განაცხადა. თალიბანის მთავრობა 2 თვეში დაემხო, მაგრამ ამით მშვიდობა არ დამყარებულა. ტერაქტები დღემდე გრძელდება, დადებული სამშვიდობო შეთანხმებები კი ეთიმეორის მიყოლებით ირღვევა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

2009 წლიდან ავღანეთში ქართული კონტიგენტი მნიშვნელოვნად, 1600 ჯარისკაცამდე გაიზარდა, ისინი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჰელმანდის პროვინციაში იყვნენ განთავსებულები. სხვადასხვა დროს ტერაქტებს 32 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

ამჟამად ავღანეთში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

აია სოფიას ტაძარი

ათა თურქის იდეების უარყოფა - თურქეთის სა...

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აია...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრი...
18:55
თელავი-შუამთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირი...
18:55
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსი...
18:50
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებ...
17:38
სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წე...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით სემ...
ოზურგეთში ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობ...
ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პ...
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკ...
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხ...
თსუ-ში პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილ...
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტო...