მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან აგრესია არ აღიარა

რუსეთის იუსტიციის განცხადება

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად ცნო. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში წერია, რომ 12-წლიანი განხილვის შედეგად სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციას და რუს სამხედროებს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარი თავდასხმების მოგერიების დროს მომხდარ ინციდენტებზე. ასევე სტრასბურგის სასამართლომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს შეიჭრნენ, ანუ ცხინვალზე ქართველი სამხედროების შეტევამდე.

„ქართული მხარე უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციები არა მარტო მშვიდობიან პერიოდში, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც მოქმედებს. ჩვენ დავარწმუნეთ ევროპელი მოსამართლეები, რომ რუსი სამხედროების მხრიდან 2008 წლის 8-12 აგვისტოს განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება მათ იურისდიქციას ცდება. ევროპის სასამართლომ არ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა რუსეთის სამხედროების მხრიდან - განაცხადა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მ. გალპერინმა.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ფულად კომპენსაციას არ ითვალისწინებს. ამ საკითხს სასამართლო მომავალში დაუბრუნდება- - წერია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

✖️ „საქართველომ რუსეთს დავა მოუგო“ - თეა წულუკიანი

✖️ „ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის“ - პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე