მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ხელისუფლება მოუწოდებს TikTok-ს შეწყვიტოს არასრულწლოვნებში პოლიტიკური აგიტაცია

როსკომნადზორი ტიკ ტოკს მოუწოდებს

„რასკომნადზორი“ მოუწოდებს სოციალურ ქსელ TikTok-ს, რომ შეწყვიტოს არასრულწლოვნებში პოლიტიკური აგიტაცია და მოწოდებები მიტინგებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება. 

„რასკომნადზორის“ ინფორმაციით, მსგავსი პუბლიკაციების წაშლის მოთხოვნით ამ უწყებამ TikTok-ს ოფიციალურად უკვე მიმართა. ასევე ეს ორგანიზაცია მოუწოდებს სხვა სოციალურ ქსელებსაც, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, 23 იანვარს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების ჩატარება იგეგმება. ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციების ორგანიზება სხვა საშუალებებთან ერთად სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება.

იხილეთ აგრეთვე:

🛑 ნავალნის ფონდმა პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო (ვიდეო)

🛑 Microsoft მზადაა TikTok-ში ათობით მილიარდი დოლარი გადაიხადოს