მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)

რუსული ჯავშანტექნიკა

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ჯავშანტექნიკით დატვირთული ეშელონები ვორონეჟში და კრასნოდარის ოლქებშია გადაღებული. გადაკვეთეს თუ არა მათ რუსეთ-უკრაინის საზღვარი, უცნობია.

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსეთის დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. კრემლი კი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, რისი უფლებაც მას აქვს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება - „სპუტნიკი

🔅 „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთადერთი გზაა, რომ დონბასში ომი დასრულდეს“ - ზელენსკი