მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის ვიცე-პრემიერი

რუსეთის ვიცე-პრემიერს იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინფორმაცია ტრუტნევის ინფიცირების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოადგილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„იური პეტროვიჩის კორონავირუსზე პირველმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. პრემიერ-მინისტრის მოადგილე განმეორებით კვლევას უახლოეს პერიოდში ჩაიტარებს. გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში მის სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით მეორე ტესტის შემდეგ მიიღებენ. დადებითი შედეგის შემთხვევაში, იური პეტროვიჩი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს. პეტროვიჩი იზოლაციაში იქნება, რადგან ეს რუსეთის მთავრობის თანამშრომლებისა და მისი კოლეგების დასაცავად აუცილებელია”,- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული იყო რუსეთის მთავრობისა და პარლამენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინიც.