მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა შავი ზღვის და ყირიმის ნაწილის თავზე ფრენა აკრძალა

ფრენა აკრძალა რუსეთმა ყირიმში

რუსეთმა 20-24 აპრილს ყირიმის და შავი ზღვის ნაწილის თავზე ფრენები აკრძალა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

შესაბამისი ინფორმაცია NOTAM-ის ორგანაზაციას გადაეცა. „რაიონი საჰაერო ხომალდებისთვის დროებით სახიფათოდ არის გამოცხადებული“ - წერია დოკუმენტში.

დახურულ სივრცეში შედის 19 ათას მეტრამდე სიმაღლე და ტერიტორია სევასტოპოლიდან ფეოდოსიამდე. ასევე ყირიმთან ახლოს მდებარე საერთაშორისო წყლების ნაწილი.

მანამდე კი რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 24 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე შავი ზღვის ზოგიერთ ნაწილში რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სამხედრო და სამოქალაქო გემების გადაადგილება იკრძალება.

15 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა პროტესტის ნოტა და ქერჩის სრუტის მახლობლად გემების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. ამ პერიოდში რუსეთმა კასპიის ზღვის ფლოტილიის ნაწილი შავ ზღვაში გადაიყვანა.