მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა სტრატეგიული წვრთნები „კავკასია – 2020“ დაიწყო

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია-2020“ დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მანევრებში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

წვრთნებში ავიაცია და ფლოტიც მიღებს მონაწილეობას. რუსეთის ტერიტორიის გარდა, მანევრები სომხეთში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარდება.

რუსი სამხედროების გარდა მასში ჩინეთის, ბელარუსის, სომხეთის, პაკისტანის და მიანმარის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო წვრთნები 26 სექტემბერს დასრულდება.