მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო (ვიდეო)

რუსეთს ჯარი გაჰყავს

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, სამხრეთ სამხედრო ოლქის ძალები და საჰაერო-სადესანტო ნაწილები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდებიან“ - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ცოცხალი ძალის და ტექნიკის დაბრუნება სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო გზით ხორციელდება.

ცნობისთვის, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარმა წვრთნების დროს დასახულ მიზანს მიაღწია და ის 1-ელ მაისამდე მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამ განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან 2008 წლის ომი“ - ზაქარეიშვილი