მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს მალე ჩვენს საზღვართან 120 000 სამხედრო ეყოლება - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

კულება რუსულ ჯარზე

რუსეთს მალე უკრაინის საზღვართან 120 000 სამხედრო მოსამსახურე ეყოლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კონცენტრაციას განაგრძობენ. დაახლოებით ერთ კვირაში მათი რაოდენობა 120 000-ს მიაღწევს. და არავინ იცის გააგრძელებენ თუ არა ისინი დაჯგუფების გაძლიერებას" - განაცხადა კულებამ.

კულებამ მოუწოდა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს, რათა მოსკოვმა ესკალაციისგან თავი შეიკავოს. „მხოლოდ პერსონალური სანქციები ამისთვის საკმარისი არ არის. მოსკოვი უნდა მიხვდეს, რომ მისი აგრესიული ქმედების შემთხვევაში ის დამღუპველ ეკონომიკურ შედეგებს მიიღებს“. - განაცხადა კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. მას შემდეგ რუსეთი უკრაინის საზღვართან ძალთა კონცენტრაციას განაგრძობს.