მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ვიდეოზე ჩანს პოლიციელი, რომელიც ბავშვს აკავებს და მიჰყავს. ისმის ყვირილი „ბავშვია, ხელი გაუშვით“. „უნდა წავიყვანოთ" - ეუბნება პოლიციელი. ამის შემდეგ ბავშვი, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა, გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საერთო ჯაში რუსეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

იხილეთ აგრეთვე:

🎊 ნავალნის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა დაკავებას ჩხუბი მოჰყვა (ვიდეო)

🎊 „პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო (ვიდეო)