მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

ოლეგ ნავალნის გარდა, რუსმა სამართალდამცველებმა ანალოგიური ბრალდებით. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომელი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლიც და ნავალნიც 48 საათით არიან დაკავებულები.

სობოლის ბინაში ჩხრეკაც ჩატარდა. პოლიციამ ტელეფონები, ფლეშ-ბარათები, კომპიუტერების დისკები და სხვა აპარატურა ამოიღო.

სანიტარული ნორმების დარღვევის შესახებ სისხლის სამართლის საქმე მოსკოვში 23 იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრეს. იმ დღეს ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ საერთო ჯამში 3 ათასამდე პირი დააკავა. მოსკოვში ჟურნალისტები იუწყებიან, რომ წინასწარი დაკავების საკნები გადავსებულია.

ასევე წაიკითხეთ:

🛑 რუსეთში ნავალნის მეუღლე დააკავეს

🛑 თოვლის კაცები პუტინის წინააღმდეგ - აქცია-პერფორმანსი რუსეთში