მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას" ინფორმაციით, ინციდენტი ტვერის ოლქში მოხდა. პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.

თვითმფრინავი ტყის მასივში ჩამოვარდა. ის საწვრთნელ ფრენას აწარმოებდა.

"სუ-30" - მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია. რუსეთის საჰაერო ძალები მას 1992 წლიდან იყენებს.