მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელია

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 17 340 შემთხვევა დაფიქსირდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი (16 319 შემთხვევა) 20 ოქტომბერს დაფიქსირდა. ამავე პერიოდის განმავლობაში 11 263 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს.

ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსისგან 283 ადამიანი დაიღუპა. ამ მხრივ რეკორდი 21 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში 317 პაციენტი გარდაიცვალა.

პამდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსის 1,480,646 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 119 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 525 - გარდაიცვალა.