მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8371 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის დროშა

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8371 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4142 - მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის დამარცხება 150 993-მა ადამიანმა დაამარცხა. კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვი 379 051 -ს შეადგენს.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექცია თავდაპირველად 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა ჩინეთის პროვინცია უჰანში. 21 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. კორონავირუსმა 210 ქვეყანა მოიცვა.