მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში Covid-19 ბოლო 24 საათში 8800-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

სასწავლო პროცესის შეწყვეტა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.

კოვიდინფექციის შემთხვევების ზრდის კუთხით რუსეთი მეორე პოზიციას იკავებს. Worldometers-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის დიაგნოზი 8894 ადამიანს დაუსვეს, ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე ბოლო 24 საათში ვირუსს 150 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 3249-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება განკურნებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კოვიდინფექციის დამარცხება 99 825-მა ადამიანმა შეძლო. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 მაისის მონაცემების მიხედვით, 326 448-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 5 მილიონზე მეტი ადამიანი.