უცხოეთი

რუსეთში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები (ვიდეო)

აფეთქება რუსეთში
1611820807
დაკოპირებულია

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

აფეთქება თვითმხილველებმა გადაიღეს. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ერთი საათი შემდეგ მოხერხდა. განადგურებულია რამდენიმე შენობა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ დამწვრობა აღენიშნება. აფეთქების მიზეზები უცნობია.

იხილეთ აგრეთვე:

📺 რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

📺 თოვლის კაცები პუტინის წინააღმდეგ - აქცია-პერფორმანსი რუსეთში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

1614613372

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

1614612217

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

1614611555

კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს  - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

1614610644
ფაშინიანის მომხრეთა
აქცია

ერევნის ცენტრალურ მოედანზე ფაშინიანის მომხრეთ...

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. 

ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის სასჯ...

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუს...

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება. 

რა ფრენებია დაგეგმილი მარტში? - ავიარეის...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.