მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში დღეს ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

რუსეთში დღეს აქცია გაიმართება

რუსეთში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სპეციალურ საიტზე აქციაში მონაწილეობის სურვილი 460 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, აქედან თითქმის 200 ათასი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. 21 აპრილს იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა ქვეყნის ფედერალური კრების მიმართ. საპროტესტო აქციაც და პუტინის გამოსვლაც მანეჟის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, ბოლო რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად გაუარესდა. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა იმის საფრთხე, რომ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებენ. ამის შემდეგ ფონდი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალური საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.