მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ციხიდან გამოსვლის ნაცვლად ისევ ციხეში შეაბრუნეს

თენგო ფოთელი ისევ დააკავეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ გიგიბერია, მეტსახელად „თენგო ფოთელი“ ციხიდან გამოსვლის ნაცვლად რუსეთში ისევ ციხეში შეაბრუნეს. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

გიგიბერიამ ციხეში 17 წელი გაატარა. ახლა კი მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს. მას ბრალად ედება „დანაშაულებრივი იერარქიის“ შექმნა. გამოძიების ინფორმაციით, „თენგო ფოთელი“ კოლონიაში ქურდული იდეების პროპაგანდას ეწეოდა, ხოლო სხვა პატიმრები მისთვის ფულს აგროვებდნენ. გიგიბერია დანაშაულს არ აღიარებს.

თენგიზ გიგიბერია 2005 წელს რამდენიმე მუხლით, მათ შორის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. 2017 წლიდან ის რუსულ ციხეში იმყოფებოდა, რომელიც „ვლადიმერსკი ცენტრალის“ სახელს ატარებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 კიევის მახლობლად ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

🔱 ოდესის აეროპორტში „კანონიერი ქურდი“ მინდია ლავასოღლი დააკავეს