მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კაცმა 6 წლის ბავშვს თავი მოაჭრა

რუსეთში კაცმა ბავშვს თავი მოაჭრა

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში 47 წლის კაცმა 6 წლის ბიჭი მოკლა. lenta.ru-ს ინფორმაციით, მან ბავშვს თავი მოაჭრა. 

გამოძიების ინფორმაციით, მამინაცვალმა ბავშვი ნაცნობს დაუტოვა, ხოლო როდესაც სახლში დაბრუნდა, ბავშვი მოკლული აღმოაჩინა. მკვლელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს.