მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი ეკატერინბურგში

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის ბავშვია. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ხანძარი გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი ძალზე მალე გავრცელდა, როს გამოც რამდენიმე ადამიანი ბინაში ბლოკირებული აღმოჩნდა.

მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 90 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 5 ადამიანი მაშველებმა ხელით გამოიყვანეს და ექიმებს გადასცეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ცეცხლთან გაუფრთხილებელმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

💿 რუსეთში სატვირთო ავტოკოლონას დაეჯახა - არის მსხვერპლი (ვიდეო)

💿 ავიაკატასტროფა რუსეთში - არიან დაღუპულები