მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

ადამიანი საკაცეზე

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა 10 027 შეადგინა.

ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების 6 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 8 986 პაციენტი განიკურნა.

4 ივლისის დილის მონაცემებით, რუსეთში კოვიდინფიცირების 674 515 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 446 879 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. COVID-19-მა მოიცვა 213 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას-ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.