მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

კორონავირუსის სტატისტიკა რუსეთში

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსისგან 467 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. უკვე მეხუთე დღეა რუსეთში COVID 19-სგან ყოველდღიურად 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს. 

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ასევე, ახალი შემთხვევების მხრივ. ერთ დღე-ღამეში რუსეთში COVID 19-ის 24,8 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეკორდი მატების მხრივ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგშიც გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსის 2,064,748 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში 24,822 ადამიანი გარდაიცვალა.