მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში შეცდომით საკუთარი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

რუსული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს

ავიაგამანადგურებელი „სუ-30“ რომელიც ტვერის ოლქში 22 სექტემბერს ჩამოვარდა, შემთხვევით გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავს წვრთნების დროს სხვა სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნა და გაანადგურა.

პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. თვითმფრინავი ტყის მასივში ჩამოვარდა.

„სუ-30“ მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, ის რუსეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში 1992 წლიდანაა.