მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ზვავის ჩამოწოლის ადგილას სამი ცხედარი აღმოაჩინეს

ტრაგედია რუსეთში

რუსეთის ქალაქ ნორილსკში ზვავის ჩამოწოლის ადგილას მაშველებმა სამი ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულია 1 წლის ბავშვი, 38 წლის ქალი და 45 წლის კაცი. ამის შესახებ kommersant.ru იუწყება. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 14 წლის მოზარდმა სხეულის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, 8 იანვარს სამთო-სათხილამურო კომპლექსის "გორა ოდელნაიას" მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, შედეგად 5 სახლი თოვლით დაიფარა. სახლებში იყვნენ მაცხოვრებლებიც.

იხილეთ აგრეთვე:

🏠 რუსეთში ზამთრის კურორტზე ზვავმა 5 სახლი მოიყოლა (ვიდეო)

🏠 ავიაკატასტროფა რუსეთში - არიან დაღუპულები