რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ვარაუდობენ, რომ თოვლის ქვეშ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებია მოყოლილი. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
ზვავმა რამდენიმე შენობა დაფარა. სამაშველო სამსახურებმა თოვლიდან მხოლოდ ერთი ქალის ამოყვანა შეძლეს.
სამაშველო ოპერაციაში 50 ადამიანი მონაწილეობს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მათი რაოდენობის გაზრდაა შესაძლებელი. თოვლის ქვეშ მოყოლილთა გადარჩენის შანსები მინიმალურია.
იხილეთ აგრეთვე:
🛑 „საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები
🛑 მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.
კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.