მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა სამხედროებმა სომხეთში წვრთნები გამართეს

რუსმა სახმედროებმა სომხეთში წვრთნები გამართეს

სომხეთში რუსულ ბაზაზე დისლოცირებულმა სამხედროებმა წვრთნები გამართეს. მანევრების სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის ზურგში დესანტი გადასხეს. წვრთნები ალაგიაზის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა.

„მტრის“ ზურგში გადასმულმა დესანტმა პირობითი მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების ადგილმდებარეობა დაადგინა, კავშირგაბმულობის საშუალებები მწყობრიდან გამოიყვანა და მოწინააღმდეგის კოორდინატები შტაბში გადასცა" - ნათქვამია სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.

წვრთნებში 1,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის საბრძოლო ავიაციაც.