მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსმა ტურისტებმა თავი უნდა შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან“ - რუსეთი ამჯერად თურქეთს ემუქრება

რუსეთი - თურქეთი

რუსმა პოლიტიკოსებმა კომენტარი გააკეთეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებზე, რომელიც მხარს უჭერს „ყირიმის პლატფორმას“ და განაცხადა ნახევარკუნძულის რუსეთის რეგიონად არაღიარების შესახებ. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისი პრინციპული პოზიციაა ყირიმის ანექსიის არაღიარება.

„ერდოღანის აგრესიული რიტორიკის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოქალაქეებზე, თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან, რადგან იქ მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ უზრუნველყოფს”, - განაცხადა პარლამენტარმა მიხეილ შერემეტმა.

„ახლა ასეთი მოდაა მთელ მსოფლიოში, თვალის დახუჭვა რუსეთში მომხდარ ფაქტებზე. როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტი, როგორც ამბობენ, თანამედროვე ტენდენციების ქვეშ მოექცა”, - განაცხადა დეპუტატმა რუსლან ბალბეკმა.

„თურქები ფიქრობენ, რომ ეს არის მათი ტერიტორია და არა უკრაინის ტერიტორია“ - აცხადებს სვეტლანა ჟუროვა.

ინფორმაციისთვის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონბასში მიმდინარე „შემაშფოთებელი“ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

მანამდე მსგავსი მუქარა საქართველოს მიმართ გაისმა, საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მოგზაურობა სახიფათოა.