მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ხომალდები შავ ზღვაში წვრთნებს გამართავენ, სადაც ამერიკული გემები შევიდნენ (ვიდეო)

რუსული გემების წვრთნები

რუსული საბრძოლო ხომალდები შავ ზღვაში წვრთნებს გამართავენ, რომლის დროსაც საარტილერიო სროლაც არის დაგეგმილი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სამხედრო წვრთნებში 5 სარაკეტო ხომალდი და რამდენიმე სადესანტო გემი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში საბრძოლო ავიაციაც მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვიდან ორი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი Roosevelt და Donald Cook შევიდნენ. ისინი შავ ზღვაში 5 მაისამდე დარჩებიან. პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით, შავ ზღვაში ამ გემების შესვლა „რუტინულ ხასიათს ატარებს“.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთის შეტევა უკრაინაზე შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს - კრავჩუკი