მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ რჩებიან „კანონიერი ქურდები“

სააკაშვილის განცხადება

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ვლადიმერ ზელენსკის მხარი დაუჭირა. ამასთანავე სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ რჩებიან „კანონიერი ქურდები“ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„სამი წლის წინ მე უკრაინის მაშინდელ პრეზიდეწტს სახეში ვუთხარი, რომ ის ქურდია. ამისთვის დამსაჯეს. მრავალი ადამიანის, მათ შორის ჩემი ბრძოლის შედეგია, რომ პოროშენკო ზელენსკიმ შეცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ამასთანავე უნდა ვთქვა, რომ ყველა ქურდი, ვინც მოსახლეობას ძარცვავდა, ახლაც დაუსჯელია, ხოლო მათი ნაწილი ხელისუფლებაში რჩება.

მე სულაც არ მომწონს სახურავებზე ძრომიალი, მაგრამ იქამდე ვიბრძოლებ, ვიდრე უკრაინის ეკონომიკას ამ ადამიანებისგან არ გავათავისუფლებ. ხალხმა უნდა იგრძნოს თავი ამ ქვეყნის მმართველად და არა ამ არც თუ ისე განათლებულმა, მაგრამ ძალზე თავხედმა ადამიანებმა“ - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სააკაშვილი ამჟამად უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.