მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის უწყებისთვის უკრაინის ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებული არ არის

პოლიტიკოსი უკრაინაში

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობისთვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებული არ არის. ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება სახელმწიფო საქმეთა ადმინისტრაციის რეგლამენტიდან.

"რეფორმების ეროვნული საბჭოს შესახებ რეგლამენტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის 2014 წლის 13 აგვისტოს No.664 ბრძანებით არის დადასტურებული, ითვალისწინებს, რომ ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე და სხვა წევრები საქმიანობას ნებაყოფლობის საფუძველზე ახორციელებენ. რეფორმების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, სახელმწიფო საქმეთა ადმინისტრაცია (კომპეტენციის ფარგლებში)",- ნათქვამია რეგლამენტში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, 7 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, დაინიშნა.