მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთი მომავალი კვირიდან ტურისტებისთვის კარანტინს აუქმებს

საბერძნეთი კარანტინს აუქმებს

მომავალი კვირიდან საბერძნეთი ევროკავშირიდან და 5 სხვა ქვეყნიდან ჩასული პირებისთვის კარანტინს გააუქმებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კოვიდვაქცინაცია აქვთ გაკეთებული ან COVID 19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი აქვთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ტურისტული სეზონის გახსნას აპირებენ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მომავალი კვირიდან ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სერბეთის, ისრაელის და არაბეთის საამიროების მოქალაქეები საბერძნეთში ჩასვლას საჰაერო გზით და ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეძლებენ.

საბერძნეთში შეზღუდვები 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.