მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო ნატოში გლობალურ დონეზე ერთ სულ მოსახლეზე ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

„ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Parliament magazine და აღნიშნავს, რომ საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე.

სტატიის ავტორის, პოლონელი პოლიტიკოსისა და ევროპარლამენტის წევრის რიშარდ ჩარნეცკის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას.

„აშშ-ის როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე” - აღნიშნავს ავტორი.

როგორც რიშარდ ჩარნეცკი წერს, მაშინ, როცა დასავლური სამყარო ნელ – ნელა იწყებს COVID-19- ის შეზღუდვების მოხსნას, აშკარად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ დააჩქარა გარკვეული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და წარმოქმნა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგება ევროპა ამ საკითხებს.

მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის პოტენციური საერთაშორისო გამოძიების ფონზე - ევროკომისიამ და ევროკავშირის წამყვანმა მთავრობებმა უნდა დაიწყონ სტრატეგიული ფიქრი ახალ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ.

„უნდა დავიწყოთ საკუთარი სამეზობლოდან. პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა დიდი სარგებელი მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან. ეს სახელმწიფოები რომ არ შეერთებოდა დასავლეთის ალიანსს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა: შედეგი თამაშდება ყირიმის, დონბას, აფხაზეთისა და ცხინვალის ქუჩებსა და მინდვრებში.

ჩვენი ძალიან ბევრი ევროპელი თანამემამულე ყოველდღე იღვიძებს რუსეთის მხრიდან კიბერ ან ფიზიკური თავდასხმის შიშით. ალბათ ქვეყანა, რომელსაც ამ ბორკილის გატეხვის საუკეთესო შანსი აქვს, საქართველოა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას.

აშშ-ის როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა ძალიან ძველი ისტორიის მქონე: ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი; ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას აქვს გასათვალისწინებელი უნიკალური კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტი. როდესაც საქართველო ამ გზას თავად გადის, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ბრიუსელიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან, მათ შორის ბერლინის, ლონდონისა და პარიზის ძველი დემოკრატიებიდან” - აღნიშნულია სტატიაში.