მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას - The Parliament magazine

საქართველო-ნატო

„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ვალდებულება დასავლეთის ალიანსისადმი. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას 80%-იანი ზღვარით“ - აღნიშნულია The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

როგორც სტატიის ავტორი, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი რიშარდ ჩარნეცკი წერს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვთ სანდოობა და მორალური წონა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.

„ეს ლოკალიზებული პოლიტიკა უფრო მეტად საყურადღებოა ევროპის ლიდერებისათვის, როდესაც საქმე ეხება, თუ როგორ მივუდგეთ საქართველოს. მართლაც, როგორ უნდა მივუდგეთ ყველა პროდასავლურ, პრო-ევროპულ მთავრობას ფართო ევროპულ სამეზობლოში. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ჩართული ვართ იდეების რეგიონალურ და გლობალურ ბრძოლაში. საფრთხე ემუქრება ერის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, თანამოაზრე ერები კი ერთად უნდა იბრძოდნენ ამ ბრძოლაში. ევროპისა და ნატოს ლიდერებმა უნდა აღიქვან ეს რეალობა და გლობალური კონკურენციის მასშტაბი. რუსეთი განაგრძობს მე -19 საუკუნის არქაულ პოლიტიკას „გავლენის სფეროების“ შესახებ. ეს რელიქვიაა და არ უნდა იქნას მიღებული“.

საქართველო, ისევე როგორც რეგიონში სხვა დანარჩენი ქვეყნები, არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა იყოს მხარდაჭერილი საკუთარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, იმისდა მიუხედავად, თუ სად ხდება ეს მსოფლიოში. ეს არის ასევე - ბევრისგან განსხვავებით - დემოკრატიული სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვთ სანდოობა და მორალური წონა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ვალდებულება დასავლეთის ალიანსისადმი. საქართველოს ხალხი მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას 80%იანი ზღვარით.

როდესაც ვიკვლევთ COVID-ის შემდეგ ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, ევროკავშირის კომისიისა და ევროსაბჭოსთვის მაცდური იქნებოდა მთლიანი ძალისხმევის ორიენტირება ჩინეთისა და აშშ-სკენ. ეს შეცდომა იქნებოდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მეგობრები ევროპაში: ისინი ჩვენი მომავალი არიან და ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს” - წერს სტატიის ავტორი.