მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის ახალ პრეზიდენტს მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს მაია სანდუს. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი პრეზიდენტი ქალი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი, რომ ერთად ვიმუშავებთ და გავკვალავთ ჩვენს სერთო გზას ევროპისკენ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

👉 ინფორმაციისთვის, მოლდოვაში 15 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან თავისი კონკურენტი, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა.

👉 სანდუ პროდასავლელი კანდიდატია, მაშინ როდესაც იგორ დოდონი რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა.